აზიის განვითარების ბანკი - კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

კორონავირუსის გავრცელება გლობალური ეკონომიკური ზრდაზე იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაძლოა, 0.1 - 0.4%-ით შემცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა, 0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი (ჩინეთის გამოკლებით) 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს.

მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბანკის ინფორმაციით, დახმარების მიზანია ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

იხილეთ ვიდეო: აზიის განვითარების ბანკმა გამოთვალა, რამდენ მილიარდიან ზარალს მიიღებს გლობალური საფინანსო სექტორი კორონავირუსის გამო - თანხა კოლოსალურია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა