მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული

დილიდან მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე, ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ბალახსა და ეკალბარდზე.

მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ჩხოროწყუში, მუხურის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს