გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 5 მარტს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების საკითხი განხილეს.

მათი ცნობით, სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე საბჭოს სხვა წევრებმა გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისა და მედია საშუალებების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს.

„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბერ ოპერაციების მიზანი განხეთქილების დათესვა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების მოშლა იყო“, - ნათქვამია სხდომის შემდეგ ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“. ამასთან, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას ააშკარავებს.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა