ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან  ე.წ კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) ოჯახის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მისი თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას მოითხოვენ.

მათი თქმით, თურქეთის საკონსულოსთან სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ლავასოღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი და შემდეგ მიიღებენ შესაბამის ზომებს.

მათივე ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქეთის ციხეში შიმშილობს და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„კომუნიკაციაზე ვერ გავდივართ. აქედან არ წავალთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ. თურქული მხარისგან მოვითხოვთ, მოგვექცენ სამართლიანად. 28 თებერვალს დადგეს სპექტაკლი, გადაიყვანეს საემიგრაციოში და შემდეგ მოიტაცეს და უკან შეაბრუნეს. თურქეთში ის ბრალდებული არ არის და ექვემდებარება ექსტრადიციას მესამე ქვეყანაში“, - ამბობს დაკავებულის და ირინა გორაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს