არჩილ თალაკვაძე - საქართველო ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ვინც ეფექტური და სწრაფი ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ

საქართველო ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ვინც ეფექტური და სწრაფი ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანიკის ნაცვლად საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, საბაჟოს თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძებებში. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის. რეალურად, პანიკა ხელს უშლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, ამიტომ პანიკის ნაცვლად საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაიცები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს. ეს არის აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ წესებს. იქნება ეს დეზინფეცია, თვითიზოლაცია თუ კონტაქტების შეზღუდვა და გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ამირან გამყრელიძე და მისი კოლეგები აცნობენ საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რისკ ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, ყველა ამ პირობის და რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო შეძლებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები გადალახოს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით და დანაკარგებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა