საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს, რომელსაც სამედიცინო სექტორში მოღვაწე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციიდან აცნობეს, კომიტეტის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული 520-ე დადგენილება, ასევე საყოველთაო დაზღვევის და სელექტიური კონტრაქტების საკითხები.

კომიტეტის სხდომაზე კომპანიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გავითარების დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენენ სამინისტროს, ასევე, გადაწყდა, რომ ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებულ განხილვებში და დაიცავს წევრი კომპანიების ინტერესებს.

შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განცხადა, რომ „რეფორმის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შედგეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის იმისთვის, რომ შევქმნათ სექტორის რეფორმის ახალი მოდელი, სადაც იქნება კმაყოფილი პაციენტი და სახელმწიფო, რომელიც დაზოგავს თანხას და არ დახარჯავს ზედმეტ ფულს; იქნება ასევე მოთამაშე ბიზნესის სახით, ზუსტად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ტიპის სერვისები დაიწყოს და განავითაროს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა