მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესს 45 მეხანძრე-მაშველი აგრძელებს.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დილიდან, ქრობის პროცესში ჩაერთნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის და სენაკის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს