ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ მიზნებს სამინისტრო „ძალიან კარგად ასრულებს“

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ მიზნებს სამინისტრო „ძალიან კარგად ასრულებს“.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო მზადაა გაუმკლავდეს კორონავირუსის დაფიქსირებულ შემთხვევებს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოწვევა და რამდენიმე მიზანი, რომელსაც სამინისტრო ეტაპობრივად ნამდვილად ძალიან კარგად ასრულებს. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, იყო პირველ რიგში რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ ჩვენ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით ინფექციის შემთხვევას საქართველოში და ჩვენ ამ ეტაპისთვის მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოში დაფიაქირებულია. არის ეს საკარანტინო ადგილები, თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. შემდეგი მიზანი იყო, რომ ინფექციის აღმოჩენა მაქსიმალურად საზღვართან ახლოს მოხდენილიყო და ეს მიზანიც სახელმწიფოს მხრიდან მიღწეულია. ასევე ძალიან კარგადაა შესრულებული შემდეგი ნაბიჯი. რომ თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების დროული იდენტიფიცირება მომხდარიყო, რათა ქვეყნის შიგნით ინფექციის გადაცემა არ მომხდარიყო",-აცხადებს ტიკარაძე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საკარანტინო სივრცეში 170 პაციენტია, 32 პაციენტი კი სტაციონარშია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა