გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 21 პაციენტია მოთავსებული.

ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება.

„საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 21 პაციენტი, აქედან ირანის 5 და საქართველოს 16 მოქალაქე, საიდანაც 4 სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია, ანუ გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პირზე არ დადასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა“, - განაცხადა დავით ბარლიანმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ელი მარტიდან მოქმედებს.

იხილეთ ვიდეო: გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა