წალენჯიხაში, სოფელ ფოცხოეწერის სასტუმრო „ენგურში" საკარანტინო სივრცის შესაძლო მოწყობას, მოსახლეობა აპროტესტებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, სასტუმრო „ენგურში" კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო სივრცის შესაძლო მოწყობას მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, შენობა არ არის შესაბამისად მოწყობილი და აქ საკარანტინო სივრცის მოწყობა მოსახლეობისთვის უსაფრთხო არ იქნება.

„დადასტურებულად არაფერი ვიცით, ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ აქ საკარანტინო სივრცეს აწყობენ. ამოდიან უცხოელები და აკვირდებიან. ფოცხოეწერი პატარა დასახლებაა და თითქმის უმწეო ხალხი ცხოვრობს. ვფიქრობთ, რომ აქ საკარანტინო სივრცის მოწყობა უსაფრთხო არ იქნება. არც საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული. აქვე ახლოს ერთადერთი პარკია, სადაც ბავშვები თამაშობენ. თუ ასე გადაწყდება, პროტესტი იქნება, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით გვინდა, რომ დაველაპარაკოთ ამ ხალხს, რას აპირებენ“, - ამბობს ფოცხოეწერში მცხოვრები ირაკლი აკობია.

სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკარანტინო ზონის მოწყობა რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ადგილი, მათ შორის, ფოცხოეწერის სასტუმრო განიხილება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი