ქუთაისის მერია - ქუთაისში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

საგზაო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მახვილაძის ქუჩაზეც დაიწყო, სადაც კეთდება როგორც გზის საფარი, ასევე მოეწყობა ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა.

მათი ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. პროექტის ღირებულება 900 000 ლარზე მეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პალადა" ასრულებს. რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

„მახვილაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წელს აუცილებლად გავაკეთებდით ამ გზას, დავიწყეთ უკვე და მაისის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე ქუთაისში ერთდროულად 30-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 30-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ეწყობა გზები, სკვერები და დაიწყო სპორტული დარბაზების რემონტი. მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შეკეთდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა