ადგილობრივების ინფორმაციით, ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშები კორონავირუსის საფრთხის გამო, მათ სამუშაო ადგილზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინელ და ადგილობრივ მუშებს ერთმანეთთან უთანხმოება მოუვიდათ. ჩინელი მუშები ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივებს სამუშაო ადგილზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ამის მიზეზად კი, საქართველოში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებენ.

,,დღეს დილით, როდესაც პირველი ცვლის მუშები მივედით სამსახურში, ჩინელებმა არ შეგვიშვეს. მიზეზად ის დაგვისახელეს, რომ საქართველოში კორონავირუსია გავრცელებული, ქართველი მუშები მოძრაობთ გარეთ და შესაძლოა, რომელიმე ვირუსის მატარებელიც იყოთ და ჩვენთანაც გაავრცელოთო, რასაც ჩვენი აღშფოთება მოჰყვა“, - განაცხადა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მალხაზ ღონღაძის განცხადებით, ამ დროისთვის, ადგილზე მომუშავე ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” ხელმძღვანელობა გვირაბში იმყოფება და როდესაც შესვენების დროს გამოვლენ, მათთან შეხვედრას და ინფორმაციის დაზუსტებას გეგმავს. ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი ქვიშხეთი-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბს რამდენიმე წელია აშენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა