მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეცენტრალიზაციის რეფორმასა და თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობების გაძლიერების გზაზე და ეს პოლიტიკა თანმიმდევრულია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასულ წელს დამტკიცდა 2020-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტების შემუშავების პარალელურად მომზადდა ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომელიც გულისხმობს 172 კანონში ცვლილებებს, რათა ყველა სიახლე შესაბამისობაში მოვიდეს თვითმმართველობის კოდექსის დებულებებთან. გასულ წელსვე დაიწყო მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების გზით სკოლების რეაბილიტაციის და ბავშვთა ტრანპორტირების უფლებამოსილების გადაცემა. რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემირის თქმით, გასული წლიდან დაიწყო დამატებითი ღირებულების გადასახადის 19 პროცენტის განაწილება მუნიციპალიტეტებზე და შედეგად, 2018 წელთან შედარებით, 160 მლნ ლარამდე მეტი ფინანსური რესურსი მიიმართა ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს 51 მუნიციპალიტეტს 25%-იანი ზრდა ჰქონდა და წინასწარი გათვლებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების სახით, წელს კიდევ უფრო მეტი თანხები გახდება ხელმისაწვდომი.

„დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია კომპონენტია ტრენინგები თვითმმართველობებში. საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, ყველა სფეროში, 2019 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა 5269 ადგილობრივმა მოხელემ. მათი გადამზადების პროცესი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, 21 მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუშაო მუნიციპალური სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, სადაც ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელი იქნება თბილისში არსებული ყველა სერვისის დანერგვა და მიწოდება. სრულად ეს პროცესი 2022 წლისთვის დასრულება,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე