კიდევ ერთი საკრუიზო გემი კალიფორნიის სანაპიროებთან შეაჩერეს

კალიფორნიის სანაპიროებთან საკრუიზო გემი პორტში არ შეუშვეს. გადაწყვეტილება ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ წინა ვოიაჟის დროს, გემზე მყოფი ერთ-ერთი პირი კორონავირუსით დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, Grand Princess-ზე კორონავირუსზე ანალიზის ასაღები ინვენტარი ვერტმფრენიდან ჩაუშვეს. აღებული ანალიზების შედეგები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გემი პორტში ვერ შემობა, სანამ სრულყოფილად არ შევაფასებთ იქ არსებულ ვითარებას“, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მედიასთან.

გავრცელებული ცნობებით, კრუიზზე რამდენიმე პირს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. გემზე 3000-ზე მეტი პირი იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს