საგარეჯოში, აქციის მონაწილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებით დასრულდა

საგარეჯოში, აქციის მონაწილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. მხარეები თითქმის ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ პრობლემაზე. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგნელებს მოუწოდეს, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოაგვარონ და წართმეული მიწები დაუბრუნონ. მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ საპარტნიო ფონდის წარმომადგენლები მათ შეხვდებიან და ყველა საკითხს განიხილავენ.

მანამდე კახეთის გუბერნატორის მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა განმარტა, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა და მათ წლების განმავლობაში მიტაცებული ჰქონდათ, რაზეც ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგებლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება და ხელისუფლებასთან საუბარი სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს