მამუკა მდინარაძე "ევროპულ საქართველოზე"  -  „აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“

„აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" ლიდერების, მათ შორის დავით ბაქრაძის განცხადებას. მისი თქმით, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, თუმცა სახელმწიფო მას გაუმკლავდება.

„სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას ხედავთ. ამ თვალსაზრისით, საქართველო არც ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე რაღაც დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება ეკონომიკა ჩამოიშალოს. ამ გამოწვევას თავს როგორც ევროპული ქვეყნები გაართმევენ, ასე გავართმევთ ჩვენც", - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა