მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელიც რუსთავი-ფონიჭალის საპროექტო გზის გასწვრივ ცხოვრობს, არაკეთილსინდისიერ ქცევას ჰქონდა ადგილი

მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელიც ცხოვრობს რუსთავი-ფონიჭალის საპროექტო გზის გასწვრივ, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქცევას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, რუსთავი-ფონიჭალის გზის მშენებლობისას, მოსახლეობის განსახლებაზე მოლაპარაკება სამინისტროსა და მცხოვრებლებს შორის ვერ შედგა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა თავიანთი საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საბაზრო ფასზე სამჯერ მაღალი საფასური მოითხოვა.

„მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელიც ცხოვრობს რუსთავი-ფონიჭალის საპროექტო გზის გასწვრივ, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქცევას. რუსთავი-ფონიჭალის ბევრ ობიექტზე, რომელიც არ ყვებოდა განსახლების ზონაში და რომელიც მდებარეობდა ხშირ შემთხვევაში ახალი გზიდან უფრო შორს, ადამიანების ნაწილის მხრიდან გამოთქმული იყო საბაზრო ფასზე სამჯერ უფრო მაღალი ფასის მიღების სურვილი ამა თუ იმ საცხოვრებელ ფართში. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით შეთანხმება ვერ შედგა და სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე პროექტის შესრულება ვერ ხერხდება იმ კონკრეტულ ნაწილში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის დაახლოებით 3 კილომეტრიანი ზოლი. პროექტის იმ ნაწილის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც განხორციელებულია, უკვე შესაძლებელია. ახალი მონაკვეთი თავის ფუნქციას ასრულებს, თუმცა ეს არ არის ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ გზასთან მიმართებაში. ალბათ ორივე მხარემ - ჩვენც და მოსახლეობამაც - დამატებით კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა