DMO Imeret-ის ხელმძღვანელის განცხადებით, წინა წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით, ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია

DMO Imeret-ის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, წინა წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.

ორგანიზაციის ელექტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერის მარი დევიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო ახალი კორონავირუსის გამო რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა, ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს.

„სავსებით ლოგიკურია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები და ქვეყანა რისკ ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა, ტურისტების შემოდინების დინამიკა საგრძნობლად დაიკლებს. ჩვენმა სამსახურმა უკვე დააგზავნა მეილები როგორც სასტუმროებთან, ასევე ტურისტულ კომპანიებთან, რათა მივიღოთ შედარებით ზუსტი სურათი შექმნილი ვითარების შესახებ.

საინფორმაციო სერვის ცენტრში მიღებულია პრევენციისთვის აუცილებელი და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელი ზომები. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მსოფლიო მაშტაბით სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, ასეთ ვითარებაში პრიორიტეტი ადამინების ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე ყველა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესრულებაა, რომლებსაც გასცემენ შესაბამისი უწყებები", - აცხადებს DMO Imeret-ის ელექტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერი მარი დევიძე.

ინფორმაციას DMO Imeret ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო