ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი იფორმაციაა დატანილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ამ ეტაპზე თამაზ სტეფანიას სახელობის უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება. უბანში უკვე დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა გარე განათება, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ამჯერად კი საცხოვრებელი სახლის ფასადებისა და კარებების გალამაზება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ M4EG-ის საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება. პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა