რუსთავში ბაზრობებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დასუფთავდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რუსთავში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე, ე.წ. ბაზრობების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფენიქსის“ და მე-12 მიკრორაიონში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. პარალელურ რეჟიმში, ბაზრობებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდებოდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები - ბესიკ ტოგონიძე, გოჩა ლორია და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი ესწრებოდნენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სხვა საჯარო სივრცეებს, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა