ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 136 588 ლარს შეადგენს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის შემსრულებელი ფირმაა შპს „იმედი“. სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაცული იქნება ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სავარგულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა