აჭარის ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების წევრები - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, - ამ განცხადებას მაუწყებელში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ავრცელებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები საგანგაშოა და სახალხო დამცველს პროცესებში ჩართვას სთხოვენ.

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მდგომარეობას ვაფასებთ როგორც - საგანგაშოს. განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა [განმუხტვის ნაცვლად].

ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში.

ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს - გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ მაუწყებლის არცერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას.

საზოგადოერივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად, მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიმდინარე პროცესში",- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა