ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები “გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში” ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგი პედაგოგების ცნობიერების ამაღლებასა და, შედეგად, სასწავლო პროცესებში გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგების ფარგლებში ძირითადი ყურადღება ახმეტის მუნიციპალიტეტში მიწის დეგრადაციის პრობლემასა და მინდვრის გადაწვის მავნე პრაქტიკაზე გაამახვილეს. აგრარული სფეროს გამოწვევებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სოფლად და მისი დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი-ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა, ბიომრავალფეროვნების კარგვა და კლიმატის ცვლილება.

„თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა და მასწავლებლები და აღმზრდელ-მეთოდისტები აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიებში. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და სხვა სასწავლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც სწავლებისას შეძლებენ.

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირების მიზნით ტრენინგები დაგეგმილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგების ფარგლებში სულ 200-მდე მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი.

ტრენინგების შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელ-მეთოდისტები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთვებიან და შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვისას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა