ანონსი 7 მარტი

7 მარტს, 10:30 საათზე, სტრატეგია „აღმაშენებლის" ფარგლებში „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, მის მიერ დაარსებული "ონკოლოგიის მართვის" ცენტრის ხედვას, ონკოლოგიის დარგის განვითარებაზე საზოგადოებას წარუდგენს.

შეხვედრას სფეროს სპეციალისტები და სანდრა რულოვსი დაესწრებიან.

მის: სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi" (ლ. გუდიაშვილის 3.)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია -555602634

7 მარტს, 11:00 საათზე, ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“, ფრანგულ და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შშმ პირთა კარიერული ფორუმს „ამოიცანი შესაძლებლობები“ გამართავს.

ფორუმს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: „თბილისი რუმს ჰოტელი“

საკონტაქტო: 599 855251

7 მარტს, 11:00 საათზე, „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“-ამ სლოგანით ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

მის: ქუთაისის ცენტრალურ მოედანი

7 მარტს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზაალ უდუმაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კახეთის გზატკეცილი 45 ა

7 მარტს, 12:00 საათზე, კლინიკა „ნეოლაბის“ საკონფერენციო დარბაზში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემთა კვლევის ჯგუფის (DRG) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

კვლევის შედეგებს წარმოადგენენ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ვირუსულოგი გიორგი კამკამიძე.

მის: ტაშკენტის ქ.47

7 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, თემაზე: „შშმ პირთა გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები“ კონფერენცია გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: ანი მეტრეველი - 599116861

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა