ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 16 902 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (საერთო წონა 135.76 გრამი) გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა