პარლამენტში ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა მესამე მოსმენით განიხილეს

საქართველოს პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარდგენილი - „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ხოლო, სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა