ბათუმში, აჭარის ტელევიზიისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ევროპის მოედანზე აქციას მართავენ. ისინი მაუწყებლის 20:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მაუწყებელში ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება და არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე კონკრეტულ ადამიანებს დევნის. ჟურნალისტების თქმით, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას "ქართული ოცნება" გიორგი კოხრეიძისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ ცდილობს.

"ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვა. ჩვენ ვხედავთ გიორგი კოხრეიძის წარმოდგენას რედაქციაზე. მას არ სჭირდება კრიტიკული საინფორმაციო სამსახური, რომელიც არ დასვამს კრიტიკული კითხვებს. ჩვენ არ გავჩერდებით ამ ბრძოლაში, სამართლებრივად ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკარგვას",- განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების წევრმა მალხაზ რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლად არჩეულმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძე სამუშაო ხელშეკრულება შეუწყვიტა. მაუწყებლის დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს