საფრანგეთში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ქვეყანაში, ამ დროისთვის, კიდევ 157 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ფიგარო“ იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, იანვრიდან ეპიდემიის შედეგად, 577 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 9 ადამიანი.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ასამბლეის 4 წევრს კორონავირუსი დაუმტკიცდა. შესაბამისად, საფრანგეთში ექვსი დეპუტატია დაინფიცირებული.

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოლო 48 საათში, დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა რვაჯერ გაიზარდა და 81 შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა