„საპარტნიორო ფონდი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფონდისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

„საპარტნიორო ფონდი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფონდისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მიწების ნაწილი ადგილობრივებს იჯარით ჰქონდათ გადაცემული, „საპარტნიორო ფონდისთვის“ ცნობილი არ იყო, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებში ამ მიწებთან დაკავშირებით იჯარა ან სხვა ნებისმიერი ტიპის ვალდებულება არ ფიქსირდება.

„საპარტნიორო ფონდში შემოსულია პროექტი, რომელიც კახეთში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებასა და ზეთისხილის საწარმოს აშენებას გულისხმობს. ინვესტორის მიერ წინასწარ იქნა მოძიებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საგარეჯოს რაიონში. სწორედ ეს მიწები (522 ჰექტარი მიწის ნაკვეთი) და კონკრეტულად ამ საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად გადმოეცა ფონდს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მიწების ნაწილი ადგილობრივებს იჯარით ჰქონდათ გადაცემული, „საპარტნიორო ფონდისთვის“ ცნობილი არ იყო, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებში ამ მიწებთან დაკავშირებით იჯარა ან სხვა ნებისმიერი ტიპის ვალდებულება არ ფიქსირდება.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ფონდი შეხვდა მათ წარმომადგენლებს, ბუნებრივია „საპარტნიორო ფონდის“ ინტერესში არ შედის დამუშავებული მიწების მათთვის ჩამორთმევა.

ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს საერთო სამუშაო პროცესი, რათა დადგინდეს „საპარტნიორო ფონდისთვის“ გადმოცემული 522 ჰა მიწის რა ნაწილი და კონკრეტულად რომელი ნაკვეთები არის სადავო. ამ ეტაპზე მათგან ველოდებით შესაბამისი იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას. ამის შემდეგ „საპარტნიორო ფონდი“ მზადაა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ინვესტორთან ერთად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა