თეონა ბაკურიძე - აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა და გავაგრძელებ ბრძოლას

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელსაც არხის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ დირექტორი "ქართული ოცნების" მითითებით ხელმძღვანელობს და არასასურველ კადრებს დევნის.

თეონა ბაკურიძის თქმით, აჭარის ტელევიზიაში მძიმე კრიზისული სიტუაციაა და დირექტორს ახალი წამყვანის მოძებნა არ გაუჭირდება.

თეონა ბაკურიძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, მოკვლევის შემდეგ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე დაბრუნდება.

"გადაწყვეტილება ყველასთვის მოსალოდნელი იყო. აშკარაა, რა სურს გიორგი კოხრეიძეს და რა ნაბიჯებსაც დგამს... რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დამიკავშირდა და შემომთავაზეს ინტერესების დაცვა. აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას. ეს არის პრეცედენტი, როდესაც წამყვანს უფლებამოსილება შეუჩერეს. ჩამომაშორეს იმის გამო, რომ რაღაც მოკვლევა ჩაატარონ. ვრჩები ტელევიზიაში, რომ მათი სახე საზოგადოებას ვანახოთ. პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა. დირექტორი ყველაზე ეძებს მიზეზს, იმ ადამიანებზე, რომლებიც მას არ მოსწონს. უსაფუძვლოდ გააუქმეს მაია მერკვილაძის შტატი, აბსურდის შედეგად, იძულებით წავიდა სამსახურიდან ნათია ზოიძე... არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოკვლევა ჩემი ეთერში დაბრუნებით დასრულდეს, თუმცა გასაჩივრების იმედი მაქვს. ტელევიზიაში მძიმე კრიზისია და ალბათ, არ გაუჭირდება დირექტორს ახალი წამყვანის მოძებნა. ის პირადი გადაწყვეტილებებით, გაუმჭვირვალედ ირჩევს კადრებს. ორშაბათს ახალ კადრს მოიყვანს და დასვამს ეთერში" , - განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო