კოლუმბიაში ​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კოლუმბიამ ​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი ავრცელებს. რაც შეეხება ინფიცირებულს, ის 19 წლისაა და საავადმყოფოს იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, შესაბამისი სიმპტომებით მიმართა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დაავადება დაახლოებით 90 ქვეყანაშია დაფიქსირებული, რის შედეგადაც დაახლოებით 3,400 ადამიანი გარდაიცვალა. პარასკევის მდგომარეობით, გლობალურ დონეზე 100,300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიზაციაში ვარაუდობენ, რომ ვირუსმა ზაფხულში გააგრძელოს გავრცელება.

"ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა",-განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მან ასევე დაამატა: ”ცრუ იმედია იმის თქმა, რომ დიახ, ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად ... ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა