ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა.

„ამ 10 პაციენტიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, თუმცა მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება ჯერჯერობით, მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს გამოხატული. გრძელდება მეთვალყურეობა. კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და შემოსვლის შემდეგ პროგრესირებას არ განიცდის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა