წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცციით, საამქროს ტერიტორიაზე 45 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა