თელავის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

პროფილაქტიკის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დეზინფექცია ტარდება სპორტულ სკოლებში, მუსიკალურ სასწავლებლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ბიბლიოთეკებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.

დაწესებულებები სპეციალური ხსნარით მუშავდება.

ცნობისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დეზინფექციის ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გახანგრძლივდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით