ზუგდიდში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ზუგდიდში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი თქმით, ის პროცესები, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალების პრობლემა არ არის.

„დღეს შევიკრიბეთ ჟურნალისტები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს. ის რაც დღეს იქ ხდება არის ზეწოლა მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მედიისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ღირებულებები ძვირფასია. სოლიდარობას ვუცხადებთ საინფორმაციო გუნდს“, - აცხადებენ შეკრებილები.

აჭარის ტელევიზიაში ხელმძღვანელობის შეცვლამ ჟურნალისტების პროტესტი გამოიწვია. საინფორმაციო გუნდის წევრების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილმა კი თავად დატოვა სამსახური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა