კელი დეგნანი - ვისურვებდით მეტი ამერიკული ინვესტიციის ხილვას საქართველოს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პროექტის ჩათვლით

ვისურვებდით მეტი ამერიკული ინვესტიციის ხილვას საქართველოს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პროექტის ჩათვლით, - ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამერიკა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, რომ ინვესტირება განახორციელონ არა მხოლოდ ანაკლიის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც.

„ვისურვებდით მეტი ამერიკული ინვესტიციის ხილვას საქართველოს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პროექტის ჩათვლით. ვფიქრობ, ძალიან იმედისმომცემი ინიციატივაა ამ არეალში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს იქნებოდა დიდი წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის იყო სახმელეთო ხიდი და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მხრივ. ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა, ინვესტირება განახორციელონ არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში შავი ზღვის გასწვრივ და ნებისმიერ სხვა ადგილზე საქართველოში. ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობების სივრცე ჩვენი ორი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა