ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი  თვითიზოლაციაში იმყოფება

ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, აქედან ერთი უცხოელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადობრივი ჯანდაცვის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები და ამასთან ხორციელდება ბინაში ვიზიტები.

მესტიაში ოთხი ტურისტი იმყოფება თვითიზოლაციაში.

„სვანეთში ოთხი უცხოელი იმყოფება თვითიზოლაციაში. ვაკვირდებით მდგომარეობას. ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მათაც იციან, რომ ტემპერატურის მატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - ამბობს ოდიშარია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა