„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში დასუფთავების სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში დასუფთავების სამუშაოები ჩაატარა. გუშინ, ღამის 10 საათიდან დღეს, დილის 8 საათამდე „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ, მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩის მოგვა-მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, სპეციალური სამუშაოებისთვის, კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან 10-კაციანი ბრიგადა გამოიყო. მოირეცხა საავტომობილო გზა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები.

კომპანიის მიერ ცენტრალური ქუჩების დასუფთავება ყოველ პარასკევს არის დაგეგმილი.

„ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად სამუშაოებში ჩართული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეძენილი მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომანქანები ჭიათურაში, ყველა ქუჩაზე ყოველდღიურ რეჟიმში დილის 5 საათიდან 14 საათამდე მუშაობენ.

ასევე, ქუჩების დასუფთავებისთვის ჭიათურაში შექმნილია სპეცბრიგადა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დილის 8 საათიდან 5 საათამდე მუშაობს. ბრიგადის წევრები სპეციალური, წყალგამძლე სპეცტანსაცმლით აღჭურვილები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა