ლევან კობერიძე -  თუ თბილისში პირობითად 5 მაჟორიტარულ ოლქზეა საუბარი, რაზეც  „ოცნება“ მიუთითებს, ამას არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ ქუჩაში გავაპროტესტებთ

პარლამენტის ფრაქცია „დემოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებზე საუბრობს და არ საუბრობს თვისობრიობაზე.

როგორც ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს არ დაუჭრს მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ თბილისში, პირობითად მხოლოდ 5 მაჟორიტარული ოლქი იყოს.

„ექსპერტობას და მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ერთი ვიცი, რომ ნებისმიერი ციფრების შემთხვევაში ახლა არის ერთ-ერთი რისკი. „დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის“ ყველაზე მთავარია თვისობრიობა. მაგალითად, როდესაც ახლა საუბარია, თუნდაც 120/30-ზე „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა და ეს თემა უკვე შეამოაგდო, რომ (110/40-ზეც კი ეს თქვა) თურმე თბილისში უნდა იყოს მხოლოდ 5 მაჟორიტარი. ოლქები ისე დაჭრას, რომ თბილისში და დიდ ქალაქებში, სადაც ის რეალურად გაცილებით უფრო წამგებიან პოზიციაშია , იქ დაიტოვოს, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობრივად საამომრჩევლო ოლქები (მიუხედვად იმისა, რომ გამოვა თბილისში ერთ ოლქში - 200 000, რეგიონში კი 50 000 ადამიანი). ანუ აქ, 200 000-მა ადამიანმა უნდა აიჩიოს ერთი მაჟორიტარი, რეგიონებში კიდევ შესაძლოა 50 000-70 000-მა ადამიანმა. ეს მაჟორიტარები არასამართლიანი და არაწონადი იქნებიან. ამ დროს სამართლიანობა, კანონიც და საკონონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამბობს, რომ მაჟორიტარები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს არჩეული. „ქართული ოცნება“ ეშმაკობს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება 125/30-ს , 135/15-ს და ა.შ ციფრებს გადაყოლეს.

„ჩვენ, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ეს იქნება წყალგამყოფი. პირდაპირ ვამბობ, რომ თუკი თბილისზე იქნება საუბარი, ნებისმიერი ციფრების დროს, რომ უნდა იყოს მხოლოდ პირობითად 5 ოლქი, რაზეც საუბობს „ქართული ოცნება“, ამას არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ ამის გასაპროტესტებლად ჩვენ გავალთ ქუჩაში, პარლამენტის წინ, გინდა შიგნით და გინდა - გარეთ . ეს არის ის თემა, რომლითაც ეშმაკობს „ქართული ოცნება“. მხოლოდ ციფრებზე საუბრობს და არ საუბრობს თვისობრიობაზე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა