ფოთში თვითიზოლაციაში 45 წლამდე მამაკაცი იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციაში 45 წლამდე მამაკაცი იმყოფება, ის არის მეზღვაური და სამხრეთ იტალიიდან თებერვლის დასაწყისში წამოვიდა, -ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცს არც ტემპერატურა და არც ხველა არ ჰქონია.

,,ფოთში ერთადერთი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ეს არის მეზღვაური, რომელიც სამხრეთ იტალიიდან წამოვიდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ხოლო 24 თებერვალს შემოვიდა თურქეთის ერთ-ერთ ნავსადგურში და 27 თებერვალს სარფის საზღვარი გადმოკვეთა. ეს ადამიანი არის იზოლირებული ბინაზე, მას აქვს საუკეთესო პირობები, თავისი სანიტარული კვანძებით. დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ. მას არც სიცხე, არც ხველა არ ჰქონია. რაიმე სახის სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, თავისთავად ცხადია, საკარანტინო სივრცეში გადავიყვანდით. 12 მარტიდან ის უკვე თავისუფალი იქნება“, -განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა