ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განათლების, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრების მოადგილეებმა პრემიერის მრჩეველთან ერთად იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რასაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა მოუწოდა ყველა სახელმწიფო თუ საჯარო უწყებას, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს და ზოგადად მთლიანად საზოგადოებას, შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას.

„ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მოეწყო უწყებათაშორისი შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა ყველა რელევანტური უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ჩართულები არიან ერთის მხრივ, დანაშაულის აღკვეთაში, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური პროგრამების შექმნაში, რაც სჭირდება ძალადობაგამოვლილ ადამიანს. ვისაუბრეთ კამპანიაზე, რასაც ყველა ერთად დავიწყებთ, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ. მოველით, რომ ყველა სახელმწიფო, თუ საჯარო უწყება, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და ზოგადად მთლიანად საზოგადოება, შემოგვიერთდება, შემოუერთდება კამპანიას იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ძალადობა მიუღებელია“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

შეხვედრის დასრულებისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო უწყებების შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. ხოლო, მეორეს მხრივ, მოუწოდეს საზოგადოების ყველა წევრს აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში, რომელიც ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა