ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოქალაქეები ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს, ისინი იტალიიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და საეჭვო ჩივილები ჰქონდათ. უწყების ინფორმაციით, სამივე მათგანს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.