საგარეო უწყება - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის რასაკვირველია, იტალიაში, ირანში და სხვა მაღალი რისკის ქვეყნებში, ჩვენი საელჩოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ყველა საელჩოს და საკონსულოს აქვს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა იმ ქვეყანაში სადაც მზარდია დაინფიცირების მაჩვენებელი, ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების პირობებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დაინფიცირების მაღალი რისკ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მხრივ გაწეულ სამუშაოებზე.

მისი თქმით, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ირანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაეკონტაქტონ საელჩოსა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა საქართველოს 30 მოქალაქის გამოყვანა ირანის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით.

„35 კაციანი სიიდან, რომელიც ჩვენ თავიდან გვქონდა, ხუთმა ადამიანმა უარი განაცხადა და გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ დამატებით კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ირანში. მათგან ნაწილი გამოხატავს ირანში დარჩენის სურვილს, ნაწილს კი სურს საქართველოში დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასეთივე დერეფანი შეთანხმებულია სომხეთის რესპუბლიკასთან და შესაძლებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკის გავლით განვახორციელოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მაღალი გავრცელების ზონებიდან მოახდინა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, კერძოდ, მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მუშაობა იტალიის რესპუბიკასთან ფრენების შეჩერების გამო გაუქმებული რეისების შედეგად იტალიის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების საკითხზე.​

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა