„სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, პარლამენტში შშმ პირთა პრობლემების შესახებ კონფერენცია გაიმართა

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, პარლამენტში შშმ პირთა პრობლემების შესახებ კონფერენცია გაიმართა, სადაც ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, პრობლემების მოგვარების გზებსა და განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციები, სფეროს ექსპერტები, სხვადასხვა რეგიონში არსებული შშმ პირთა ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ შშმ პირთა საკითხებსა და პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის" დამფუძნებელმა მაია ასაკაშვილმა განაცხადა, საჭიროა, მომზადდეს რეკომენდაციები და საკანონმდებლო ცვლილებები, რათა სისტემური მიდგომა ჩამოყალიბდეს და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წარმოება მოხდეს.

„სოციალ-დემოკრატებთან’’ ერთად მოვამზადეთ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი,რომელიც ითვალისწინებს , მხარდაჭერის მიმღებ პირთა საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული საარჩევნო ბიულეტენის შექმნას, ხმის მიცემის წესში შევა ცვლილება. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ანუ მხარდაჭერის მიმღებ პირთა საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული საარჩევნო ბიულეტენები ხელს შეუწყობს ამ ადამიანების უფრო ეფექტურად მონაწილეობას არჩევნებში. კერძოდ, ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მხარდაჭერის მიმღები პირი შეძლებს, თანასწორ გარემოში მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, სხვა მოქალაქეების მსგავსად", - განაცხადა მაია ასაკაშვილმა.

პარტია „სოციალ-დემოკრატების’’ წევრების განცხადებით, მათთვის პროპრიტეტულია ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაში ინტეგრირება.

კონფერენცია პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ლეკაშვილმა გახსნა, რომლის განცხადებით, "სოციალ–დემოკრატებისთვის" ადამიანის უფლებები, მათ შორის, სოციალური უფლებების დაცვა და ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას, უმთავრესი ღირებულებაა.

კონფერენცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა შეაჯამა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა