რუსთავში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. 7 მარტს, ჟიული შარტავას 76 წელი შეუსრულდებოდა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, მერის მოადილეებმა - ბესიკ ტოგონიძემ, გოჩა ლორიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ ეროვნული გმირის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ჟიული შარტავა ეროვნული გმირია, ის არის ადამიანი, რომელიც ყველა თაობისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში, რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო