აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გონიოში გამართულ აქციას გამოეხმაურა

გონიოში, საკარანტინო სივრცის მოწყობის წინააღმდეგ გამართულ აქციას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე გამოეხმაურა.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკარანტინო სივრცე აბსოლუტურად იზოლირებულია.

„საკარანტინო ზონა არის იზოლირებული ტერიტორია, სადაც ჯანმრთელი ადამიანები იმყოფებიან. მოცემული მომენტისთვის მათ საეჭვო ნიშნები არ აქვთ. შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან დაავადების გამავრცელებლები. სასტუმროში ტარდება ყველა პრევენციული ღონისძიება, დეზინფექცია და დასაქმებული პერსონალის პირადი დაცვა. რაც შეეხება გარე ტერიტორიას, ეს პირები შენობიდან არ გამოდიან, ვიმეორებ არიან ჯანმრთელები და გარე ტერიტორია არ საჭიროებს დეზინფექციას. საკარანტინო ზონის იქ განთავსებას არ განვიხილავთ საეჭვოდ. მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ და დაგვეხმარონ დამატებითი საკარანტინო სივრცის მოძიებაში“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, გონიოში საკარანტინო სივრცე ერთ-ერთ სასტუმროში მოეწყო, სადაც 30 მოქალაქე იმყოფება. საკარანტინო სივრცის მოწყობას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს