ამბროლაურში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „არტ–ივენთი სივრცე/SIVRTSE“ გაიმართა, სადაც მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე იმყოფებოდა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მათ საჭიროებებსა და ხედვებზე ისაუბრეს.

არჩილ ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს თქვენი აქტიურობა, დღევანდელი შეხვედრა არის იმის დასტური, რომ თქვენ მუდმივად ეძებთ გზებს თავისუფლებისკენ, განათლებისკენ, ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება შეიკრიბოთ, გაცვალოთ აზრები, იმსჯელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება, სრულყოფილებისკენ მიდრეკილ ადამიანს, უნდა ახასიათებდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, ისეთ ჩარჩოებში, რომ სხვისი პიროვნული ღირსებები არ შელახოს და მუდმივად გაუფრთხილდეს, ამ ყველაფერს კი ახერხებს მხოლოდ განათლებული ადამიანი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ ერთად, პოლემიკით, შევეცადოთ უფრო საინტერესო და ქმედითი გავხადოთ საზოგადოების ურთიერთობა.

მზად ვართ, რომ თქვენი შემოთავაზებები, წინადადებები მივიღოთ, მუნიციპალიტეტებში საინტერესო პროექტები გამოცხადდება, ველოდები თქვენს აქტიურობას“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს