გორში ავარიის შედეგად დაშავებული 4 ახალგაზრდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გორში, ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოთხივე მათგანი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაშავებულის - 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უკიდურესად მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა