თბილისში პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისში პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.ე., ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ძალადობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს - მას ბრალად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენება ედება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა