სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის საავადმყოფოში დედის მიერ ჩვილის ცემის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, ოჯახში არსებული ვითარება შეისწავლეს

ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან გარიდების აუცილებლობა არ არსებობს , - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში დედის მიერ 3 თვის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს.

იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია წივწივაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლეს.

"ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან გარიდების აუცილებლობა არ არსებობს. დედა განმარტავს, რომ ემოციურ მდგომარეობაში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ", -განაცხადა ნათია წივწივაძემ.

დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. როგორც დედა აცხადებს, სტრესულ მდგომარეობაში იყო და არ ახსოვს, რა მოხდა.

"სტრესის ქვეშ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, ორი ღამე არ მიძინია და არ მახსოვს, რა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს პირველად მოხდა. იყვნენ სოციალური სამსახურიდან და ბავშვის გაყვანის აუცილებლობა არ არის, რადგან მასზე დედაჩემი და ჩემი დედამთილი ზრუნავენ",-განაცხადა ქრისტინა ახალაძემ.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილმა კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან. ექიმ დარეჯან ხაჭაპურიძის თქმით, მათ მომხდარის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციას აცნობეს, რა დროსაც ოჯახმა კლინიკა ჩუმად დატოვა.

მომხდარს უკვე სწავლობენ სამართალდამცველები, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა